საჭამიასერის საჯარო სკოლის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა
07-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის საჯარო სკოლის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კაბინეტები, სველი წერტილები, კედლები, იატაკი, სასკოლო ინვენტარი და ეზო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203