საწულუკიძეოს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო
07-04-2020

ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო. 

„მივესალმებით, მთავრობის, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, შექმნილ არხს, მადლობა მათ იმ საჭირო და აუცილებელი საგანმანათლებლო პროექტის „ტელესკოლის“ შექმნისათვის.

სკოლა ჩართულია დისტანციური სწავლების პროცესში, „მესენჯერის“ გამოყენებით. სისტემატურად ეცნობა და აკონტროლებს დირექცია მასწავლებლების შრომას, მოსწავლეებსა და მშობლების ჩართულობას ამ საქმეში. ისინი არიან ინფორმირებული „ტელესკოლის“ გაკვეთილების განრიგის მიმდინარეობის თაობაზე“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203