პატარა ჩაილურის საჯარო სკოლიდან საპენსიო ჯილდოზე რვა პედაგოგი გავიდა
07-04-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლიდან საპენსიო ჯილდოზე გასული პედაგოგები გააცილეს.

სკოლიდან საპენსიო ჯილდოზე 8 მასწავლებელი გავიდა. 

„როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელ სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავმა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა. გამონაკლისი არც ჩვენი სკოლა ყოფილა - რვა მასწავლებელმა გადაწყვიტა საპენსიო ჯილდოს საფასურად პროფესიიდან წასვლა, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა: ხუთმა პირველ სემესტრში დატოვა სკოლა, ხოლო სამმა - მეორეში. ამიტომ, ე. წ. გასაცილებელი გრანდიოზული ღონისძიებაც დავგეგმეთ მარტის თვისთვის, თუმცა ქვეყნაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დავჯერდით მცირედს...“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203