სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლა. სკოლის წარმომადგენლის მიერ
etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში უტარდებათ. ამასთან, მასწავლებლები ყველა შესაძლო პროგრამას იყენებენ იმისთვის რომ სწავლა ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის იყოს.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გავეთილები დისტანციურად უტარდებათ.
სკოლა ცდილობს მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეს მოსწავლეებთან რათა, შეძლონ კარგი დისტანციურო საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. პედაგოგები იყენებენ როგორც „თიმსს“, „ზუმს“, ელექტრონულ ფოსტას, „მესენჯერს“ ასევე მობილურ ტელეფონს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.