ზედა სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
07-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის პედაგოგები მშობლები და მოსწავლეები აქტიურად არიან დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი. იყენებენ როგორც Microsoft Teams-ს, ​ელექტრონულ ფოსტას, ასევე მობილურ ტელეფონსა და „მესენჯერს“.

„პედაგოგებს მოწყობილი აქვთ სახლის პირობეში დაფა სადაც უხსნიან მოსწავლეებს სასწავლო მასალას. პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ რათა დისტანციურმა სწავლებამ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს და მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203