ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
07-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგები, მოსწავლეები და განსაკუთრებით მშობლები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულნი.

„სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სწავლებისათვის იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, ელექტრონულ პლათფორმებს, თიმს, ზუმს, მესენჯერს, ელექტრონულ ფოსტასა და მობილურ ტელეფონს. აქვთ სპეციალურად შედგენილი ცხრილი რის მიხედვითაც ყველა საგანში უტარდებათ დისტაცნიური გაკვეთილები. იღებენ ელექტრონულ დავალებებს და შესრულებულს უგზავნიან პედაგოგებს. სკოლა ცდილობს მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203