„სიკეთე გადამდებია“ - საძელის საჯარო სკოლის პედაგოგებმა StopCoV - ის ფონდში თანხა ჩარიცხეს
07-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საძელის საჯარო სკოლის პედაგოგებმა StopCoV - ის ფონდში თანხა გადარიცხეს.
სკოლის წარმომადგენლის მიერმოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სკოლა შეუერთდა აქციას „სიკეთე გადამდებია". მასწავლებლებმა თავიანთი სურვილით უკვე გადარიცხეს StopCoV -ის ფონდში თანხა და აპირებენ ფონდში გარკვეული თანხა მომავლ თვესიც ჩარიცხონ.
ცნობისთვის, StopCoV -ის ფონდში თანხის მოცულობა ყოველდღიურად და ყოველწუთიერად იზრდება, ამ დროისთვის კი ფონდში ჩარიცხული საერთო თანხის ოდენობა უკვე 23 793 096 ლარია.