წნისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა StopCoV-ის ფონდში თანხა გადარიცხეს
07-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა.

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგიურმა კოლექტივმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში შეიტანა თავისი წვლილი ფულადი სახით და ამგვარად გამოხატა თანადგომა ყველა იმ პირის მიმართ ვისაც სჭირდება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის stopCov -ის ფონდში ჩარიცხული თანხის სრული ოდენობა 23 793 096 ლარია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203