ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სახალისო და სინტერესო ონლაინ-გაკვეთილებს ატარებენ
07-04-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა წარმატებითაა ჩართული დისტანციურ სწავლების პლაფორმა Microsoft Teams-ში.

ყველა პედაგოგი, კლასის ხელმძღვანელი თავდაუზოგავად შრომობს და იღვწის, რათა ბავშვები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ, კარგად გაიაზრონ ონლაინ-გაკვეთილებით მიღებული ცოდნა და საჭირო უნარებიც გამოიმუშაონ. სწორედ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ასეთი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შედეგად, გაიზარდა ურთიერთთანამშრომლობის ხარისხი როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ისე მშობელსა და პედგოგს შორის - მშობლები მეტად მონაწილეობენ შვილების საგანმანათლებლო პროცესში და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა წარმატებით იყენებს ტელესკოლას, შემუშავებული აქვთ ცხრილი, მოქმედებს აღრიცხვის ჟურნალი და რაც მთავარია, არც ერთი პედაგოგი არ ივიწყებს იმას - გაკვეთილები თითოეული მოსწვალისთვის იყოს საინტერესო და სახალისო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203