
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს. დისტანციური სწავლება ორ კვირაზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.
„ვიყენებთ Microsoft Teams-ის პლატფორმას, სოციალურ ქსელს, სატელეფონო საუბრებს იმისთვის, რომ უპრობლემოდ წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი,“-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმინარეობს.