„დარჩით სახლში“ - დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
07-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ მოწოდებას „დარჩით სახლში“.

მე-2 და მე–4 კლასის მოსწავლეებმა ამ თემაზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ.

მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგი გაიანე ჩახალიანი ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203