
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ახალ გამოწვევას და ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.
„ჩვენი სოფლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბევრს უჭირს ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა, მაგრამ ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც არა აქვთ ინტერნეტი, მასწავლებლები უკავშირდებიან ტელეფონით და მოსწავლეებს აძლევენ საჭირო და აუცილებელ რეკომენდაციებს.
ვფიქრობთ, მასწავლებლებმა ამ მცირე დროის და მოულოდნელობის მიუხედვად, შესაძლებლობის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ ახალ გამოწვევას.
მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსწავლეებმა მიაღწიონ ესგ-ით განსაზღვრულ მიზნებს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.