
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
„პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული დისტანციური სწავლების მეთოდში, სარგებლობენ პროგრამა Teams-ით და სხვა საშუალებებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.