ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები STOPCOV.GE-ის ფონდში თანხას გადარიცხავენ
07-04-2020

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები აცნობიერებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მზად არიან, აპრილის თვის ხელფასიდან 50 ლარი გადარიცხონ STOPCOV ფონდში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან უკვე რამდენიმე სკოლამ გამოთქვა კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში თანხის ჩარიცხვის სურვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. COVID-19-ის დროულად დასამარცხებლად შეიქმნა ფონდი, სადაც თანხას რიცხავენ როგორც ბიზნესმენები, ასევე სხვა მოქალაქეები. stopcov.ge-ის ფონდში ამ ეტაპზე უკვე 23 მილიონ ლარზე მეტია შეგროვებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203