
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა ზედმიწევნით ასრულებს მთავრობის ყველა რეკომენდაციას. მიუხედავად იმისა, მოსწავლეებმაც, პედაგოგებმაც კარგად იციან - სახლში უნდა დარჩნენ, დისტანციური სწავლება აქტიურ ფაზაშია და ბავშვებიც ენთუზიაზმს არ კარგავენ.
სწორედ ონლაინ-გაკვეთლების დამსახურებაა, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელის - ბარბარე ფანცხვას ნამუშევარი - ჩიტის ბუდე და ბარტყები.
საქმე ის გახლავთ, რომ ბარბარეს კლასმა ახლახან შეისწავლა ნ. ნაკაშიძის „ჩიტის ბუდე“ და სწორედ ეს ნაწარმოები იქცა პატარა ბარბარეს შთაგონების წყაროდ. მასწავლებელი - თინათინ ნაცვლიშვილი საოცრად ამაყი გახლდათ, როდესაც გოგონას ნახელავი იხილა, რა თქმა უნდა ონლაინ და როგორც პედაგოგი, ასევე ზოგადად, სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პატარა ბარბარეს ასეთი ენთუზიაზმისთვის, ხოლო მის დედიკოს, ქეთევან ლიპარტელიანს - ფოტოს მოწოდებისთვის.