„ქართული კულტურის ღირებულებები“ - ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ საინტერესო სტატია მოამზადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ სალომე მღებრიშვილმა სტატია - „ქართული კულტურის ღირებულებები“ მოამზადა.მოსწავლე სტატიაში ქართული კულტურის და მისი ღირებულებების შესახებ საუბრობს.
„ქართული კულტურა ქართველი ხალხის უდიდესი სიმდიდრეა, რომელიც კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ნებისმიერი ადამიანის თვალში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ქართული ენა, ქართული ტრადიციები, რომლის შემადგენელ ნაწილად საუკუნეების განმავლობაში მოიაზრება: ქართული ცეკვა,
ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა, ქართული სამოსი, ქართული წეს-ჩვეულებები და რაც მთავარია თვით ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა“,- ნათქვამია სტატიაში.
მოსწავლის სტატია იხილეთ
ბმულზე