ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ხელფასის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავენ
07-04-2020

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი, მინდია გველებიანი და მასწავლებლები უერთდებიან მთავრობის სოლიდარობის ინიციატივას - ისინი სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების მიზნით, ერთჯერადად, საკუთარი ხელფასის 10 პროცენტს Stop CoV ფონდში გადარიცხავენ.

„დღეს შექმნილი ვითარების გამო, საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას არსებულ კრიზისთან გამკლავებაში. იმედია, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით. ერთად ყველაფერი გამოვა“, - ასეთია იმ ადამიანების პოზიცია, ვისაც მომავალი თაობის აღზრდა აბარია და სწორედ ამ ნაბიჯით აძლევენ ახალგაზრდებს მაგალითს.   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203