
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სწავლა/სწავლების ხარისხის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება სკოლის დირექტორი.
„მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო სწავლა-სწავლების პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობით სკოლა ცდილობს, სასწავლო პროცესი წარმართოს შეუფერხებლად. პედაგოგები მოსწავლეებს ინტერნეტისა და ტელეფონს საშუალებით ეკონტაქტებიან.
ხარისხის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება სკოლის დირექტორი. ონლაინ სივრცეში ხდება მასწავლებელთა შეხვედრებიც, სადაც განიხილავენ სიახლეებსა და ადგენენ სამომავლო გეგმებს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.