
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული ონლაინ-სწავლების სისტემაში და საგაკვეთილო პროცესიც დისტანციურად წარმატებით მიმდინარეობს.
კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან Teams-ში, ტარდება ონლაინ-გაკვეთილები და მიუხედავად იმისა, დისტანციური სწავლება ერთგვარი სიახლეა ქართული საგანამანთლებლო სივრცისთვის, პედაგოგებმაც და მოსწავლეებმაც მალევე აუღეს ალღო.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმატებით აგრძელებს და მოსწავლეებიც ესწრებიან ონლაინ-გაკვეთილებს.