
ოზურგეთის მუნიციპალტეტის ბაილეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები აპრილის თვის ხელფასიდან stopcov ფონდში თანხას გადარიცხავენ. სკოლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პედაგოგები აცნობიერებენ ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას.
„ბაილეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება აცნობიერებს მსოფლიო პანდემიის სახით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ურთულეს გამოწვევას და შექმნილ ეკონომიურ მდგომარეობას თითოეული ჩვენი სკოლის პედაგოგი აპრილის თვის ხელფასიდან stopcov.ge ფონდში გადარიცხავს 50 ლარს“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.