
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პედაგოგები STOPCOV ფონდში ხელფასიდან 50 ლარს გადარიცხავენ. ამის შესახებ დირექციის განცხადებაშია ნათქვამი.
„ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება სრულად აცნობიერებს მსოფლიო პანდემიის სახით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ურთულეს გამოწვევას და თითოეული ჩვენგანი აპრილის თვის ხელფასიდან stopcov.ge ფონდში გადავრიცხავთ 50 ლარს.
მადლობა ჩემს უსაყვარლეს კოლექტივს სამოქალაქო აქტივიზმისთვის“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.