ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხელფასის ნაწილს STOPCOV-ის ფონდში გადარიცხავენ
07-04-2020
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხელფასის ნაწილს STOPCOV-ის ფონდში გადარიცხავენ.
„სკოლის პედაგოგიური საზოგადოება სრულად აცნობიერებს მსოფლიო პანდემიის სახით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ურთულეს გამოწვევას და თითოეული ჩვენგანი აპრილის თვის ხელფასიდან STOPCOV-ის ფონდში გადავრიცხავთ 50 ლარს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.