ქუთაისის N4 საჯარო სკოლას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
06-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისის N4 საჯარო სკოლას და სასკოლო ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კიბის უჯრედები, სველი წერტილები და დერეფნები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203