ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ღონისძიებები გაატარა
06-04-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დეზინფექცია ჩატარდა. შექმნილი სიტუაციის გამო დროებით შეიზღუდა ღონისძიებების ჩატარება, თანამშრომლების უმრავლესობა კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

„10 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გაატარა შემდეგი ღონისძიებები: ჩატარდა ხელოვნების სასახლის სადეზინფექციო სამუშაოები, დროებით შეიზღუდა ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, თანამშრომლების უმრავლესობა გადავიდა დისტანციური შრომის რეჟიმზე“,-აღნიშნულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203