
ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლაში სადიზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დეზინფექცია ჩაუტარდა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს და ინვენტარს.
„სკოლის ადმინისტრაცია სისტემატიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს Covid -19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით. სკოლას ჩაუტარდა სადიზინფექციო სამუშაოები როგორც სასკოლო შენობას ასევე, სკოლის გარე და შიდა პერიმეტრს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.