
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში არიან ჩართულნი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციურად სწავლებისთვის პედაგოგები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.
„სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩართული არიან დისტანციურ სწავლებაში. ამისათვის ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა: Microsoft Teams, „ფეისბუქ-ჯგუფები“, სატელეფონო კავშირები და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ საკლასო ოთახს ვერ შეცვლის ზემოთ აღშნული, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლება მაინც ნორმალურად მიმდინარეობს ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტი და მისი დაბალი სიჩქარე, ასევე ყველა მოსწავლე არა აქვს კომპიუტერული მოწყობილობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.