
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარის safe sept-დეზოტეკის საშუალებით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, იგივე ხსნარით დამუშავდება სკოლა სასწავლო პროცესის განახლებამდე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები