
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ტაძრისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სამინისტროს რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„ტაძრისის საჯარო სკოლა გადასულია ახალ მოდელზე- დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად ჩართულია ახალ მოდელში. მასწავლებლები კომუნიკაციას ძირითადად „მესენჯერით“ და microsoft teams-ით ამყარებენ მოსწავლეებთან და მათ ეხმარებიან „ტელესკოლა“ და ასევე პლატფორმები: საშინაო სკოლა-silknet, khan academy“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.