ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას ნამუშევრები მიუძღვნეს
06-04-2020

ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები საქართველოში და მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურნენ.

მათ შექმნეს ნამუშევრები, რითაც წვლილი შეიტანეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოხატეს თავიანთი განწყობა და ემოციები.

„ნახატებში არ გამორჩენიათ არც თანატოლებისადმი რჩევა-დარიგების მიცემა, არც მასწავლებლებისადმი და სკოლისადმი მონატრება და არც ჩვენი ქართველი, გმირი ექიმებისადმი მადლიერების გამოხატვა. დიდი სინანულით დახატეს ცარიელი სკოლა და ქუჩები. პატარებს სჯერათ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, მალე დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს, აახმაურებენ სკოლის ეზოსაც და გულში ჩაიკრავენ მონატრებულ მეგობრებსა და მასწავლებლებს. მალე დადგება მათი ნანატრი ნამდვილი გაზაფხულიც, შეგნებული აქვთ, რომ ამისთვის აუცილებელია „დარჩნენ სახლში“, დაიცვან პირადი ჰიგიენა, ისწავლონ დისტანციურად და გაითვალისწინონ მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, მასწავლებლებისა და მშობლების რჩევა-დარიგებები. მადლობა მათ ამისათვის“,- აღნიშნავს ქუტირის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ნ.ქავზინაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203