
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.
სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სასკოლო ავტობუსი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები