საფარლოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
06-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ გაკეთილებში ჩაერთვნენ.

როგორც საქართველოს სხვა სკოლები, საფარლოს საჯარო სკოლაც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ როგორც „თიმსის“ პროგრამას, ასევე სხვა სოციალურ საშუალებებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203