
ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სვანეთის ახალგაზრდული იდეის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვეს.
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში დაწერეს პროექტი - „ჯანსაღი სხეულში ჯანსაღი სულია“ და 800- ლარიანი გრანტი მოიპოვეს. პროექტის დებულების შესაბამისად, პროექტის ხელმძღვანელებმა ანა ჯაჯვანმა, ნინი შუკვანმა და ბაქარი გიგდელიანმა განახორციელეს საინტერესო აქტივობები. სკოლის დირექტორის, ლალი გულედანს ხელშეწყობით შეიძინეს სპორტული ინვენტარი, დაგეგმეს პირველი აქტივობა, რაც გულისხმობდა სკოლებს შორის სახალისო სპორტული ღონისძიების მხიარული სტარტების ჩატარებას.
იხილეთ ფოტოები