კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სადენზიფექციო სამუშაოები შპს „ქობულეთის სადენზიფექციო სადგურის“ წარმომადგენლებმა შეასრულეს. დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები და კაბინეტები.

„კვირაში ერთხელ სადენზიფენქციო სამუშაოებს სკოლაში ვატარებთ საკუთარი ძალებით. ამაში გვეხმარება სკოლის დარაჯი და ცეცხლფარეში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203