აჭყვას საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
06-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მოსწავლეები და პედაგოგები იყენებენ Microsoft office 365-ის teams-ს პლატფორმას და ასევე „მესენჯერს“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში რათა მაქსიმალურად კარგად წარიმართოს ონლაინ სასწავლო პროცესი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203