
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
პედაგოგები დისტანციური სწავლებისთვის Microsoft office 365-ის teams-ს პლატფორმას იყენებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულები და ცდილობენ მაქსიმალური შედეგი მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.