„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ძალა ერთობაშია“- თბილისის N23 სკოლის მასწავლებლების ემოციური გზავნილი მოსწავლეებს
06-04-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეების მიმართ სიყვარული და მონატრება ორიგინალურად გამოხატეს. 

პედაგოგებმა მოსწავლეთა გასამხნევებლად სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.

„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ძალა ერთობაშია“„ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩვენ მალე შევხვდებით“, „შენ მე მასწავლე მოთმინება“, „ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით“, „მომენატრეთ“, „მე შენგან ვისწავლე გულწრფელი მეგობრობა“,- ესენია პედაგოგთა ძირითადი გზავნილები. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203