
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლა აქტიურად იყენებს სხვადასხვა პლატფორმებს ონლაინ სწავლებისთვის. პედაგოგების დიდი ნაწილი მუშაობს „თიმსის“ პროგრამაში, ნაწილი კი - „ფეისბუქ ჯგუფებსა“ და „მესენჯერში“.
„სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესში ჩართულნი, რათა მაქსიმალურად კარგად წარიმართოს ონლაინ სასწავლო პროცესი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.