
დმანისის მუნიციპალიტეტის, იფნარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის პედაგოგები გაკვეთილებს Microsoft Teams-ის პლატფორმის დახმარებით ატარებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზოგ მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს, მაგრამ პედაგოგები მათ ეხმარებიან და ახალ მასალას დისტანციურად აწვდიან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.