COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
06-04-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დასუფთავდა სკოლის სრული ტერიტორია: კაბინეტები, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, კედლები და იატაკი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203