
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების პროცესში.
დისტანციური სწავლება Microsoft Teams-ის და „მესენჯერის“ საშუალებით მიმდინარეობს.
„პედაგოგებს სისტემატიური კავშირი აქვთ იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა და ვერ ახერხებენ ონლაინ სწავლებაში ჩართვას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.