თერჯოლის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
06-04-2020

თერჯოლის N2 საჯარო სკოლა მიმდინარე წლის მარტის თვიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

სკოლის დირექტორის თქმით, Teams - ის პროგრამა ეფექტურია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის სწავლა/სწავლების პროცესის წარმართვისათვის.

სკოლის ყველა კლასი ჩართულია ამ პროგრამაში, მასწავლებლები მოსწავლეებისგან იღებენ
უკუკავშირს.

„მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროგრამაში. „ახალი სკოლის მოდელმა“ ხელი შეუწყო მასწავლებელთა გადამზადებას ტექნოლოგიებში და ჩვენმა სკოლამ ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია.

ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლა ითვალისწინებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს რათა ეფექტური გახდეს კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203