
თბილისის N83 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 1-ელი აპრილიდან თბილისის N83 საჯარო სკოლის 75 მასწავლებელი და 1235 მოსწავლე ჩაერთო Microsoft Teams-ში, დისტანციურ სწავლებაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.