„მოსწავლეებისათვის სკოლის ზარი არ შეგვიწყვეტია, ეს ხმა დისტანციურ საკლასო ოთახებში ისმის“ - ზედა საქარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
06-04-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები მზად აღმოჩნდნენ სირთულის დასაძლევად და წარმატებითაც გაართვეს თავი.

„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა იყო და არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის უმთავრესი ამოცანა, ისეთ რთულ პირობებშიც კი, როგორიც არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჩვენთვის თითოეული ჩვენი მოსწავლისა და თანამშრომლის ჯანმრთელობაა, და ცხადია არა მარტო მათი.  

ჩვენ ვცდილობთ, მოსწავლეთა განათლება კვლავ გავაგრძელოთ, ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს - დისტანციურ სწავლას. საბედნიეროდ,  საკმაოდ მზად აღმოვჩნდით ამ სირთულის დასაძლევად და წარმატებითაც ვართმევთ თავს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

პედაგოგები იყენებენ სამინისტროს რეკომენდირებულ ყველა რესურსს და პლატფორმას, რომელიც დისტანციურად განათლების მიღებაში დაეხმარება მოსწავლეებს.

„მოსწავლეებისათვის სკოლის ზარი არ შეგვიწყვეტია, ეს ხმა უჩვეულოდ, მაგრამ მაინც, დისტანციურ საკლასო ოთახებში ისმის. რაც მთავარია, თითოეული მასწავლებლის გზავნილი მოსწავლემდე მიდის და გვჯერა, რომ ეს დაუღალავი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.  მნიშვნელოვანი ჩვენი მხნეობა, გამძლეობა და აქტიურობაა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203