სიქთარვის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
06-04-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვას საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ. სკოლაში 102 მოსწავლე და 24 მასწავლებელია. მიმდინარე რთულ პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციის მიღმა არცერთი მოსწავლე და მასწავლებელი არაა დარჩენილი.

„მაგული აბჟანდაძე 73 წლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელია, რამდენიმე ათეული წელია, მოსწავლეების აღზრდას ემსახურება და წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილეც გახლდათ. ყოველთვის ყოჩაღსა და გამორჩეულს, არც ახლა გასჭირვებია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, ტრადიციული დაფა საკუთარ სახლში მოიწყო ფერადი წარწებით, ლეპტოპის მართვაც არ უჭირს, პროგრამებსაც მშვენივრად აუღო ალღო და გაკვეთილებს ისე ატარებს. სანამ ასეთი მასწავლებლები გვყავს, პანდემიაც კი ვერ დაგვამარცხებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203