ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
06-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. მასწავლებლებმა გამოსცადეს ყველა საკომუნიკაციო საშუალება, რომ მოსწავლეებისთვის სწრაფად და ეფექტურად მიეწოდებინათ საჭირო ცოდნა.

„ინფექციის გავრცელებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო, მათ შორის ჩვენც. გამოწვევის წინაშე დადგა განათლების სისტემაც. ჩვენმა სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა და კიდევ გააკეთებს, რომ ჩვენი მოსწავლეები განათლების მიღმა არ დარჩენილიყვნენ, თუმცა სირთულეები შეიქმნა რეგიონებში ინტერნეტ კავშირის მხრივ.

მოგეხსენებათ ირგანჩაი საზღვრისპირა, რაიონული ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული აზერბაიჯანული სოფელია. ჩვენი სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლები შევეცადეთ ყველა ხერხი გვეხმარა, რომ ჩვენი მოსწავლეები ჩართულიყვნენ ონლაინ სწავლებაში. კერძოდ, პირველად ტელეფონზე საუბრებით, სახელმძღვანელოებში გვერდების და სავარჯიშოების ნომრების მითითებით ვაძლევდით დავალებებს. შემდეგ, მშობლებთან კომუნიკაციით მოვახერხეთ, რომ ნაკლები ინტერნეტის ხარჯვით მოგვეხდინა კომუნიკაცია, მოსწავლეებს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ტელეფონიც არ ჰქონდათ, მაგრამ მოვახერხეთ რომ მშობლების, უფროსი და-ძმების ტელეფონით ესარგებლათ. შევადგინეთ კომუნიკაციის ცხრილი დროების მითითებით, ვსინჯეთ teams, მაგრამ პატარებმა ვერ მოაბეს თავი, მშობლების ვერ დაეხმარნენ და მერე მივაგენით wats aps-ში კომუნიკაციას.

მოკლედ, დღეს დარეგულირებული გვაქვს wats ap და „ფეისბუქის“ მესენჯერი თითქმის ყველა ჩვენს მოსწავლესთან. ვუგზავნით დავალებებს როგორც შემეცნებითს, ისე სახალისოს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოეწონათ და დღეში რამდენჯერმე ვკონტაქტობთ, გვიგზავნიან კითხვებს ხმოვანი შეტყობინებით“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203