ქუთაისის N7 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა
06-04-2020

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა თავი კარგად გაართვეს სიახლეს და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

„საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დადგომისთანავე, საგანმანათლებლო სივრცემ ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლა. 2018-2019 სასწავლო წლიდან,  ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ჩართული იყო პროექტში „ახალი სკოლა“. პედაგოგთა უმრავლესობა დაუფლებული იყო „თიმსის“ და „ზუმის“  პროგრამებს და პედაგოგებმა სიტუაციის გართულების კვალდაკვალ, დასაწყისიდანვე, ზრუნვა დაიწყეს პრობლემის დასაძლევად.                        

პროგრამების „ზუმი“ და „თიმსი“ დახმარებით,  მათ  საშუალება მიეცათ დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისა და მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობისა. ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა ყველა საგანმა. მიმდინარეობს სპორტისა და მუსიკის გაკვეთილები. მოსწავლეებს მოსწონთ სიახლე და აქტიურად არიან ჩართული  გაკვეთილებში, ხალისით ასრულებენ დავალებებს. კარგია მშობელთა აქტივობა. პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობით, სკოლა ცდილობს, სასწავლო პროცესი წარიმართოს წარმატებულად.                                    

ხარისხის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება სკოლის დირექტორი. ონლაინ სივრცეში ხდება მასწავლებელთა შეხვედრებიც, სადაც პედაგოგები განიხილავენ ყოველგვარ სიახლეს და ადგენენ სამომავლო გეგმებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203