ქუთაისის N36 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
06-04-2020

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს - სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას -Feedc edu-ს.

„პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დახმარებას უწევს ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე. თანამშრომლებმა მიიღეს კონსულტაციები, როგორც სკოლის მიერ დაგეგმილი ვებინარების, ასევე განათლების მიერ მოწოდებული ინსტრუქციების სახით.

სატესტო რეჟიმში იმუშავა სკოლის ყველა მასწავლებელმა თავიანთ კლასებში, მათ უკვე გაიარეს შიდა მონიტორინგი. ჩვენ პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი" ჩართული სკოლა ვართ და სხვა სკოლებთან შედარებით ალბათ უკეთესი სასტარტო პირობები გვქონდა. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა. პედაგოგები წარმატებით ანხორციელებენ მოსწავლეებთან მუშაობას Teams-ის პლატფორმით, რომელშიც სკოლის მოსწავლეთა 84%-ია ჩართული, დანარჩენ მოსწავლეებთან კი მუშაობა სოციალური ქსელების ჯგუფებსა და „მესენჯერში“ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი „ტელესკოლა“ ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტკავშირის გარეშე, დამრიგებლებმა მოსწავლეებს „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი მიაწოდეს და სთხოვეს მშობლებს იყვნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში რათა ერთად შევუწყოთ ხელი ბავშვებს სირთულეების დაძლევაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203