წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
06-04-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მასწავლებლებს აქვთ გაკვეთილების განრიგი, რითაც ხელმძღვანელობენ.

„მინდა ხმამაღლა და სიამაყით გაუწყოთ, რომ სკოლის 42 მასწავლებლიდან 41 მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაში...კვირაში არანაკლებ 2–ჯერ ტარდება თითოეულ საგანში გაკვეთილები... გვიხარია, რომ მიუხედავად ათასგვარი პრობლემისა, წარმატებულად გავმართეთ ეს პროცესი... კოლეგებო ამაყი ვარ თქვენით... სხვაგვარად არც ველოდი... ჩვენ ხომ გამორჩეულად მყარ სიტყვას ვამბობთ წყალტუბოს საგანმანათლებლო სივრცეში და არა მარტო წყალტუბოს სივრცეში... მიყვარხართ... მჯერა თქვენი...მეიმედებით“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203