ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები ხელფასის ნაწილს STOPCOV-ის ფონდში გადარიცხავენ
06-04-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აპრილის თვის ხელფასის ნაწილს STOPCOV-ის ფონდში გადარიცხავენ.

„ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და ტექნიკური პერსონალის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ვუერთდებით ღირსეულ ინიციატივას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო და გამოვთქვამთ მზადყოფნას, აპრილის თვის ხელფასებზე STOPCOV-ის ფონდში შევიტანოთ ჩვენი მიზერული წვლილი და შესაძლებლობების ფარგლებში ხელფასის ნაწილი გადავრიცხოთ“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203