
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო სამუშაოები სპეციალურმა სამსახურმა შეასრულა. 5 მარტს სრულად დასუფთავდა სკოლის ტერიტორია: საკლასო ოთახები, კედლები, იატაკები, სველი წერტილები, კაბინეტები და კიბის უჯრედები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ეპიდემიური სიტუაციის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები